მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
შეხვედრა კალაძესა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შორის - Netgazeti

შეხვედრა კალაძესა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შორის - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი შეხვდა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს” – ამის შესახებ ცნობას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უკრაინის საელჩოს ცნობით, შეხვედრის დროს განიხილეს საკითხების ფართო წრე, რომლებიც აერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს:

“კერძოდ, ქართული მხარის მიერ უკრაინელებისთვის გაწეული დახმარება რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან.

მათ გაიხსენეს სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, მუზეუმები და სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც კარი გააღეს და უფასოდ გასწიეს მომსახურება. ისაუბრეს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ჩვეულებრივ ადამიანობაზე, რომლებმაც სითბოთი და მზრუნველობით შეიფარეს უკრაინელი ოჯახები, რომლებმაც ერთ წამს დაკარგეს ყველაფერი, რაც უყვარდათ და რასაც აფასებდნენ – სახლი, ცხოვრების წესი, მშვიდობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების სურვილი.

არის რაღაცები, რისი დავიწყება შეუძლებელია, და არის რაღაც, რაც ყოველთვის გააერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს. სამწუხაროდ, ტკივილიც ჩვენ საერთო გვაქვს. ომი არაერთხელ მოსულა მეგობარ ქართულ მიწებზეც, რამაც გამოიწვია განადგურება, ნგრევა და ტერიტორიების დროებითი დაკარგვა. ეს ყველაფერი გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ ბრძოლა და დავიბრუნოთ ჩვენი – სხვისას არასდროს შევხებივართ.

ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ კალაძის და ქართველი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოსთვის რთულ დროს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის, როდესაც თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, ასობით დროშისთვის, რომლებიც დღემდე ფრიალებს საცხოვრებელი შენობების აივნებზე, საგანმანათლებლო და საბანკო დაწესებულებების ფლაგშტოკებზე.

სწორედ ასეთი მხარდაჭერა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია