მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ისრაელი აცხადებს, რომ ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი მოკლა - Netgazeti
ისრაელი აცხადებს, რომ ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი მოკლა - Netgazeti

ისრაელი აცხადებს, რომ ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი მოკლა - Netgazeti

ნეტგაზეთი17 მარტი, 2026, 13:38|netgazeti.ge

ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი.

ალი ლარიჯანი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ფილოსოფოსი, 2025 წლიდან უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გადაწყვეტილების მიმღებ პირად მიიჩნეოდა.

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ გუშინდელი თავდასხმისას მოკლეს „ბასიჯის“ ძალების სარდალი ღოლამრეზა სოლეიმანი.

„ისინი შეუერთდნენ ხამენეის ჯოჯოხეთის სიღრმეში“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისმაილ კაცმა.

ამავდროულად, ალი ლარიჯანის გვერდზე X-ში რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა დაღუპული ირანელი სამხედრო მოსამსახურეებისადმი სამძიმარი და ხელნაწერი წერილი, თუმცა უცნობია, ემსახურება თუ არა ეს ლარიჯანის გარდაცვალების ცნობის უარყოფას.

به مناسبت مراسم تشییع سلحشوران نیروی دریایی ارتش جمهوری اسلامی ایران: یاد آنان همواره در قلب ملت ایران خواهد بود و این شهادت‌ها بنیان ارتش جمهوری اسلامی را برای سالها در ساختار نیروهای مسلح استوار می‌نماید. ازخداوند متعال علو درجات برای این شهدای عزیز خواستارم. pic.twitter.com/dvTdhyDYbY— Ali Larijani | علی لاریجانی (@alilarijani_ir) March 17, 2026

თუ ლარიჯანის სიკვდილი დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის მკვლელობა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე დაწყებულ თავდასხმას უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ემსხვეპრლა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზახაროვას თქმით, ერევანმა არ მიიღო რუსეთის დახმარება ყარაბაღელებისთვის

ზახაროვას თქმით, ერევანმა არ მიიღო რუსეთის დახმარება ყარაბაღელებისთვის

ნეტგაზეთი

შეხვედრა კალაძესა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შორის

შეხვედრა კალაძესა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შორის

ნეტგაზეთი

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა პატრიარქის გარდაცვალებას

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა პატრიარქის გარდაცვალებას

ნეტგაზეთი

სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს – ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში

სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს – ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში

ნეტგაზეთი