
სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს - ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში - Netgazeti
ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს საქართველოს.
მის განცხადებას საქართველოს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს,
“ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია”, – წერს მთავარეპისკოპოსი.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.
ამავე თემაზე:
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge