
ილია მეორეს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ - Netgazeti
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა განუცხადა.
სასულიერო პირების ინფორმაციით, ასეთი იყო ილია მეორის სურვილი.
„მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე, 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს“, — განაცხადა ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმსახურმა ელიზბარ ოდიშვილმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ სინოდი გადაწყვეტდა, სად დაიკრძალება პატრიარქი.
სიონში დაკრძალული არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge