მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
"ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს" - სომეხთა კათოლიკოსი - Netgazeti

"ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს" - სომეხთა კათოლიკოსი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„არმენპრესის“ ცნობით, წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია:

„უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას.ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის“.
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია