მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ "უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია" - Netgazeti
ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ "უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია" - Netgazeti

ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ "უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია" - Netgazeti

ნეტგაზეთი19 მარტი, 2026, 11:41|netgazeti.ge

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ, უსაფრთოების დაცვას მოახერხებს. თუმცა ჩუბინიძემ დაამატა, რომ არ ეთანხმება სააკაშვილის სამების საკათედრო ტაძარში მიყვანის იდეას.

“უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. რამდენად მოხდება ასეთი გამონაკლისის დაშვება, არ ვიცი […] უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა, მართალი გითხრათ, მე პირადად არ დავუჭერდი მხარს. იმიტომ, რომ მასებთან შესაძლებელია რაღაცა აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მუშაობენ სპეციალურ პროტოკოლზე, რომლითაც წარმართავენ პროცესს პატრიარქის დაკრძალვამდე პერიოდში.

“უსაფრთხიების ის პროტოკოლი იქნება მიღებული, რაც იქნება საჭიროებიდან გამდინარე […] ვცდილობთ, რომ შევუქმნათ კომფორტული პირობები საზოგადოებას, რომ თავისუფლად მოვიდეს და შევიდეს”, – ამბობს ჩუბინიძე.

მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს კათოლიკოს პატრიარქის გასვენებაში მისვლა. სააკაშვილის თქმით, მან ადვოკატს განცხადების დაწერა სთხოვა ნებართვის მისაღებად.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრს, ილია მეორეს კვირას, 22 მატს სიონში დაკრძალავენ. ის 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ილია მეორე 17 მარტს, გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ამავე თემაზე:

რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს სრული ტიტულით არც სამძიმრის წერილში მოიხსენიებს

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ნეტგაზეთი

“თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა” – ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში

“თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა” – ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში

ნეტგაზეთი

ივანიშვილმა გადაწყვიტა: „ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე“ – ევროპარლამენტარი

ივანიშვილმა გადაწყვიტა: „ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე“ – ევროპარლამენტარი

ნეტგაზეთი

ზახაროვა “ოცნების” მთავრობას “საინტერესო სპორტულ თამაშში” ეპატიჟება

ზახაროვა “ოცნების” მთავრობას “საინტერესო სპორტულ თამაშში” ეპატიჟება

ნეტგაზეთი