მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე - ფაშინიანი - Netgazeti
უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე - ფაშინიანი - Netgazeti

უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე - ფაშინიანი - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მარტი, 2026, 10:51|netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის „უარს ამბობს ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე“. მისი თქმით, ამ გზით სიარულის შემთხვევაში სომხეთი ახალ-ახალი ისტორიული უსამართლობების წინაშე აღმოჩნდება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც უპასუხა კითხვას – მიიჩნევს თუ არა ის 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში მომხდარ მოვლენებს ეთნიკურ წმენდად.

„მე ამ ტერმინს საზიანოდ მივიჩნევ, რადგან თუ ჩვენ ვიტყვით „ეთნიკურ წმენდას“, მათგან (იგულისხმება აზერბაიჯანი) სარკისებურად მივიღებთ ბრალდებებს ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ. ეს კონფლიქტის გზაზე შესვლას ნიშნავს. ჩემი საზრუნავი ეს არ არის; ჩემი საფიქრალია – რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყარაბაღიდან დევნილმა ჩვენმა ხალხმა ჰპოვოს სიმშვიდე, ჰქონდეს სახლი, სამუშაო, უსაფრთხოება და თავისუფლება. აი, ამით ვარ დაკავებული“.

ფაშინიანის თქმით, უარს ამბობს ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე.

„მიმაჩნია, რომ უნდა მივყვეთ სამართლიან რეალობას და არა „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას. რაც უფრო მეტს მივყვებით „ისტორიულ სამართლიანობას“, მით უფრო მეტად შევეჩეხებით ახალ ისტორიულ უსამართლობებს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ეს სიმართლე ჩვენს ხალხს გავუზიარო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ თემებზე ასე ღიად საუბარი პრემიერ-მინისტრისთვისაც კი დიდ გამბედაობას მოითხოვს.

„რა გახდა იმ გადამწყვეტი ნებისყოფის წყარო, რომ ამ საკითხებზე საჯაროდ მესაუბრა? ეს არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეებთან ჩემი შეხვედრები და დისკუსიები. ვხედავ, რომ ეს ნარატივი პირდაპირ და ორგანულ კავშირშია სომეხი ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებთან. ჩვენ სწორედ ამ გზით ვივლით“, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ სტრატეგიას, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს საკუთარი ინტერესების გაცნობიერების ღრმა და დროული შესაძლებლობა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

პენსია აუცილებელი ხარჯების 22%-ს ჰყოფნის — საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა

პენსია აუცილებელი ხარჯების 22%-ს ჰყოფნის — საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა

ნეტგაზეთი

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ნეტგაზეთი

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 350 ტონა ხორბალი გაიგზავნა

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 350 ტონა ხორბალი გაიგზავნა

ნეტგაზეთი