
სომხეთიდან გასვლაზე აკრძალვის ფონზე, გარეგინ II-ს ილია II-ის დაკრძალვაზე დასწრება სურს - Netgazeti
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ, რომლის მიმართაც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში გამოძიება მიმდინარეობს, მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„მისი უწმინდესობა აპირებს საქართველოს მონახულებას, დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას, გარდაცვლილი პატრიარქისთვის პატივის მიგებას და სამძიმრის გამოხატვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას, ეჩმიაძინის პირველწოდებული საყდრის იურისტები ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს დგამენ“ ,- ნათქვამია ეჩმიაძინის ეკლესიის განმარტებაში.
მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში NEWS.am-ს განუცხადეს, რომ მიიღეს შუამდგომლობა სომეხის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მიმართ გამოყენებული ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც კანონით დადგენილ ვადებში განიხილება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge