მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს - Netgazeti
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს - Netgazeti

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს - Netgazeti

ნეტგაზეთი24 მარტი, 2026, 08:54|netgazeti.ge

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უერთდება სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს და იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის დეტალურად განმარტოს, რას წარმოადგენს სადაზღვევო თაღლითობა, რატომ არის ის ფინანსური დანაშაული და როგორ აზიანებს როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე კეთილსინდისიერ დაზღვეულებსა და მთლიანად სადაზღვევო სისტემას.

სადაზღვევო თაღლითობა წარმოადგენს ფინანსური დანაშაულის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც სისხლის სამართლის წესით ისჯება. მსგავსი ქმედებები აძვირებს სადაზღვევო სერვისებს, ზრდის თითოეული შემთხვევის განხილვის დროს და საბოლოოდ ამცირებს დაზღვევის ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისთვის. თაღლითობის შედეგებს პირდაპირ გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი დაზღვეული, რადგან სისტემაზე შექმნილი დამატებითი ფინანსური წნეხი გავლენას ახდენს მთელ ბაზარზე.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორი:

„სამწუხაროდ სადაზღვევო თაღლითობა ერთ -ერთი გავრცელებული ფინანსური დანაშაულია და სადაზღვევო კომპანიები მას სისტემურად და მიზანმიმართულად ებრძვიან. „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც “ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ –ის წევრი კომპანია, აქტიურად იყენებს ევროპულ გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა ეფექტიანად გამოავლინოს და აღკვეთოს თაღლითობის ფაქტები. კომპანიაში გვყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, რომელიც სპეციალურად თაღლითობის პრევენციასა და გამოვლენაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, თითოეული მათგანის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება მოვახერხეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო თაღლითობა სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაძლოა გამოიწვიოს პატიმრობა. გვჯერა, რომ საინფორმაციო კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას და პრევენციას.“

„ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს:

დაზღვევის ხელმისაწვდომობის შენარჩუნებასა და გაძლიერებასკომპანიის ფინანსური მდგრადობის განმტკიცებასსამართლიანი და გამჭვირვალე სადაზღვევო გარემოს უზრუნველყოფასმარტივ და ზუსტ ანაზღაურების პროცესების დანერგვას

კომპანიის მონაცემებით, სადაზღვევო თაღლითობის შემთხვევები ყველაზე ხშირად ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება.ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა უკავშირდება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებას.

ავტოდაზღვევის მიმართულებით კი ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება შემთხვევები, როდესაც დაზღვეული პირი განზრახ აზიანებს ავტომობილს, რათა მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

ჯიპიაიში დანერგილია მკაფიოდ გაწერილი შიდა პოლიტიკა და პროცედურები სადაზღვევო თაღლითობის პრევენციისა და მართვის მიზნით, თითოეული სადაზღვევო პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით. კონტროლის მექანიზმები მოქმედებს როგორც გაყიდვების, ისე ზარალის რეგულირების პროცესის ყველა ეტაპზე. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იყენებს თანამედროვე მონიტორინგისა და ანალიზის სისტემებს, რაც უზრუნველყოფს შესაძლო რისკების დროულ გამოვლენასა და ეფექტიან მართვას.

კომპანია აგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის, მომხმარებელზე ზრუნვისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

ნეტგაზეთი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

ნეტგაზეთი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

ნეტგაზეთი