მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის - Netgazeti
სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის - Netgazeti

სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის - Netgazeti

ნეტგაზეთი23 მარტი, 2026, 12:00|netgazeti.ge

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან ისაუბრა სასამართლო სხდომაზე. სხდომიდან ჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების შესახებ პატრიარქის მიმართ.

“ახლა მაინც, სიცოცხლის მერე მაინც გავუკეთოთ რაღაც და არ გავხადოთ ეს თემა მანიპულაციების თემად. იმიტომ, რომ ივანიშვილს ესეც არ მოუნდება, იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ სჭირდება არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლის შემდეგ. მე მოვაწერ ახლა ხელს მიმართვას, რომ დაიწყოს მისი კანონიზაცია, მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი[…] მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი.გუშინ იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში […] ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს: ეს არის პატრიარქი და მე. მე არაერთხელ მქონია პირადად ივანიშვილთან საუბარი ამ თემაზე. ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის გინებით, ლანძღვით და უშვერი სიტყვებით.პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად. ჯერ იყო და აუგორეს ციანიდის სკანდალი, რომელიც იყო სუფთა სპეცოპერაცია: ჩამოვიდა ილარიონი რუსეთიდან [ილარიონ ალფეევი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი] და დაუნიშნა პირდაპირ მაყურებელი საპატრიარქოში ისე, რომ სხვა მეუფეებს არაფერი არ ჰკითხეს. კრებსების სკანდალი – თანაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ჩვენ დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხში.ახლა, როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქისგან, ახლა სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება. იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არის, საბოლოო ჯამში, საქართველოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი […]სუს-ში შექმნილია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში და მზადდება ეკლესიაში […] ეგზარქოსის დასმა და შემდეგ ეკლესიის განადგურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, მისთვის ილია მეორის პანაშვიდზე დასწრების უფლება მიეცათ. თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნაზე უარი უთხრა. უწყებაში განმარტეს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება. ისინი მიუთითებენ პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გუშინ, 22 მარტს, სამების ტაძარში დაკრძალეს.

ამავე თემაზე:

“ეკლესიას მოაკლდა მმართველი ბრძენი მესაჭე” – მსოფლიო პატრიარქის სიტყვა ილია II-ის დაკრძალვაზე

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

სომხეთი-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

სომხეთი-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარიას სასჯელი აბსოლუტურად არაპროპორციულია – ALDE

ელენე ხოშტარიას სასჯელი აბსოლუტურად არაპროპორციულია – ALDE

ნეტგაზეთი

რაგბის კავშირი დოპინგ-სკანდალზე პირველ განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირი დოპინგ-სკანდალზე პირველ განცხადებას ავრცელებს

ნეტგაზეთი