მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას — გაეროს მომხსენებელი - Netgazeti
უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას — გაეროს მომხსენებელი - Netgazeti

უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას — გაეროს მომხსენებელი - Netgazeti

ნეტგაზეთი25 მარტი, 2026, 12:19|netgazeti.ge

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოულორი შემაშფოთებელს უწოდებს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას ეუთოს მექანიზმთან თანამშრომლობის გამო.

„შემაშფოთებელი ამბავი გავიგე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობაში მის როლთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და ანგარიშსწორებას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, — წერს მერი ლოულორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოსთან თანამშრომლობის გამო გამოკითხვაზე დაიბარა. ის მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა გაუთქმელობის პირობით.

ნანუაშვილის თქმით, აბსურდია, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან იმ პირების, ორგანიზაციების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ, ვინც ექსპერტთა მისიასთან კონტაქტობდა ან მათ გადასცა ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ნეტგაზეთი

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

სამი მოქალაქე დააკავეს გზისა და ტროტუარის გადაკეტის საბაბით

სამი მოქალაქე დააკავეს გზისა და ტროტუარის გადაკეტის საბაბით

ნეტგაზეთი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

ნეტგაზეთი