მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს - Netgazeti
„ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს - Netgazeti

„ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს - Netgazeti

ნეტგაზეთი6 აპრილი, 2026, 20:28|netgazeti.ge

„ქართულ ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს. ამჯერად დაგეგმილი ცვლილებები დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებს შეეხება.

კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და რატი იონათამიშვილი.

„საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საკონსულო დაწესებულება, თავისი არსით, ემსახურება შესაბამისი სუბიექტის (საერთაშორისო ორგანიზაცია, წარმგზავნი სახელმწიფო) ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები, მიდგომები ან ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, მთავარ ადგილს იკავებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტში დაზუსტდეს გრანტის გამცემი სუბიექტი და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია შესაბამისი დაზუსტება“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.ახალი კანონით ფართოვდება გრანტის ცნება. კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გრანტის მიმღებისთვის დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე. დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში ეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით ემსგავსება პარტიას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება. კოდექსს დაემატა ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართვა ხელისუფლებას, საპატრიარქოს, ომბუდსმენსა და საზოგადოებას

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართვა ხელისუფლებას, საპატრიარქოს, ომბუდსმენსა და საზოგადოებას

ნეტგაზეთი

“ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, კარაპეტიანს შეხვდებოდა “-  სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი

“ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, კარაპეტიანს შეხვდებოდა “- სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი

ნეტგაზეთი

ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა

ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა

ნეტგაზეთი

ალიევი ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა

ალიევი ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა

ნეტგაზეთი