მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მოჯთაბა ხამენეი უგონოდაა და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს — The Times - Netgazeti

მოჯთაბა ხამენეი უგონოდაა და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს — The Times - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ბრიტანული The Times-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ მონაწილეობს.

გამოცემა წერს, რომ მოიპოვა დიპლომატიური მემორანდუმი, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის შეფასებებს ეყრდნობა და გაზიარებულია სპარსეთის ყურის მოკავშირეებისთვის. მემორანდუმი მიუთითებს, რომ ხამენეი მკურნალობს ქალაქ ყუმში, რომელიც ირანის რელიგიური ცენტრი და უმსხვილესი შიიტური სემინარიების ადგილია.

ირანის ახალი ლიდერი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, ხოლო მის სახელით გავრცელებულ განცხადებებს სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მანამდე ირანის ელჩმა კვიპროსში დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა, მისი შვილი, მოჯთაბა ხამენეიც დაშავდა.

„ისიც იქ იყო და დაბომბვის დროს დაშავდა, თუმცა ეს უცხოურ ამბებში არ მინახავს. გავიგე, რომ ფეხებში, ხელსა და მკლავში დაიჭრა… მგონი, საავადმყოფოშია, რადგან დაშავებულია“, — განაცხადა ირანის ელჩმა კვიპროსში.

ისრაელმა და აშშ-მა 28 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და დაბომბეს თეირანის ცენტრში მდებარე რეზიდენცია. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ასევე, ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმას ალი ხამენეის ოჯახის 6 წევრი ემსხვერპლა. ირანული მედიის ცნობით, ალი ხამენეის ცოლი, მანსური, საჰაერო დარტყმიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ირანის ელჩმა დაადასტურა, რომ მოჯთაბა ხამენეი დაშავებულია
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია