
"მივიჩნევ როგორც ზეწოლას სინოდზე" - ეპისკოპოსი ჯამდელიანი მიტროპოლიტ გიგიბერიას განცხადებაზე - Netgazeti
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის თქმით, აწ გარდაცვლილმა პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის წევრებს “თავისუფალი არჩევანი დაუტოვა” იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ უნდა აირჩიონ მომავალ პატრიარქად.
მისი თქმით, ილია მეორეს რომ ჰქონოდა სურვილი, თავად დაესახელებინა მისი შემცვლელი, ამ სურვილს გაანდობდა მღვდელმთავრებს – “მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა”.
სამწუხაროდ, როგორც ხშირად სჩვევია მასმედიას, მეუფის სიტყვა კონტექსტიდან იქნა ამოჭრილი. ამიტომ, კეთილგონივრული იქნებოდა, სანამ ძმას განვსჯიდეთ, გულისყურით მოგვესმინა.
ასევე, მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტესმიერ ძმას – მოსაყდრეს. ამას მივიჩნევ როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე”, – წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.
რა თქვა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ 7 აპრილის ქადაგებისას ისაუბრა ილია მეორის გარდაცვალებასა და ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე. მან თქვა, რომ სჯობდა სასულიერო პირებს “საზოგადოება არ შეეწუხებინათ”, თუმცა, რადგან სხვები საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს, თავადაც ისაუბრებს.
ამის შემდეგ მიტროპოლიტმა გიგიბერიამ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის მხარდამჭერ ქადაგებისას განცხადებები გააკეთა. მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას შეფასებით, ილია მეორის მიერ თავის სიცოცხლეშივე შიო მუჯირის მოსაყდრედ დასმა არის მისი ანდერძი. გიგიბერიას თქმით, ილია მეორეს ბევრჯერ მიუნიშნებია, მათ შორის სინოდის წევრებისთვისაც, რომ უნდოდა, მის შემდეგ პატრიარქი სწორედ შიო მუჯირი გამხდარიყო.
ამ კონტექსტში კი გააკრიტიკა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რომელიც შიო მუჯირთან ერთად პატრიარქობის კანდიდატად მოიაზრება.
“ძალიან ბევრი რამ ითქვა, ძალიან ბევრი კითხვები დაისვა. ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პატრიარქის ეპოქა დასრულდა და ახალი იწყება, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩვენ თუ ვიტყვით და შევეგუებით, რომ პატრიარქის ეპოქა დამთავრდა, მაშინ ახალს ვერაფერს გავაკეთებთ ძალიან დიდხანს. პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პატრიარქის დაწყებული საქმე, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ისე სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ცხოვრებაში, რადგანაც პატრიარქი ამ ყველაფერს აერთიანებდა. ამიტომ, კი არ დამთავრდა, დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა განახლდეს და გაგრძელდეს ყველა ის სიტყვა, რომელიც პატრიარქის სიცოცხლეში არ გვესმოდა, დღეს იწყება ამის გაანალიზება, გაგება და შესრულება ეკლესიის წიაღში და ეკლესიის გარეთ, ქვეყანაში, ადამიანებში.[…] ადამიანს შეუძლია და ღმერთმაც შეიძლება დაუშვას, რომ ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას და ის გააკეთოს, რაც მას სურს და მიაჩნია სწორად, ამისთვის გამოიყენოს თავისი თავისუფალი არჩევანი, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს თუ საზოგადოებას მოუწევს სინანული, თუ არა სასჯელის ატანა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.
რა თქვა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge