მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
იქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ინვესტიციების სააგენტო - Netgazeti

იქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ინვესტიციების სააგენტო - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ახალ უწყებაში მოხდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.

„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე, განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიციირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს იაფ სესხებზე წვდომა გაეზრდებათ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისვე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში.

ცნობისთვის, საინვესტიციო სააგენტო ცალკე უწყებად არსებობდა 2017 წლამდე, თუმცა მთავრობამ გააუქმა და ეკონომიკის სამინისტროს შეუერთა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია