მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ცხინვალი: საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ - Netgazeti

ცხინვალი: საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ცხინვალის ცნობით, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი”.

ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური (КГБ) ავრცელებს.

გამოცემა რეს-ის ცნობით, 2 აპრილს დაკავებული მოქალაქე ხაშურის მკვიდრი, 43 წლის ზურაბ გაჩეჩილაძეა.

“გამოძიების მონაცემებით, გაჩეჩილაძემ მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთ–საქართველოს საზღვარი ზნაურის რაიონში. ოთხშაბათს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის 14-ე მუხლის შესაბამისად, გაჩეჩილაძე გამოაძევეს რესპუბლიკიდან. რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ყველა შესაძლო შეღწევის მიმართულება კონტროლდება და სასაზღვრო ძალების ზემოქმედების სფეროშია“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია