მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შეუძლოდ მყოფისთვის დახმარების გაუწევლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - Netgazeti
შეუძლოდ მყოფისთვის დახმარების გაუწევლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - Netgazeti

შეუძლოდ მყოფისთვის დახმარების გაუწევლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი8 აპრილი, 2026, 12:47|netgazeti.ge

სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

“სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“შენ ხარ მოღალატე” – დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში

“შენ ხარ მოღალატე” – დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში

ნეტგაზეთი

სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო – პენიტენციური

სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო – პენიტენციური

ნეტგაზეთი

სამინისტროს თქმით, ძვირადღირებული განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის არ შეუძენიათ

სამინისტროს თქმით, ძვირადღირებული განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის არ შეუძენიათ

ნეტგაზეთი

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

ნეტგაზეთი