მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
წალკაში კარანტინი გამოცხადდა - Netgazeti

წალკაში კარანტინი გამოცხადდა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში გარეული ცხოველის — მელას — პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევის თანახმად, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.

„დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები — ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია