მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სტრასბურგის სასამართლოს კომენტარი სადიგოვის გაძევებაზე - Netgazeti
სტრასბურგის სასამართლოს კომენტარი სადიგოვის გაძევებაზე - Netgazeti

სტრასბურგის სასამართლოს კომენტარი სადიგოვის გაძევებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი8 აპრილი, 2026, 15:00|netgazeti.ge

„2025 წლის 14 იანვარს, შემდეგ კი 27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვი არ უნდა იქნეს გადაყვანილი აზერბაიჯანში, სანამ სასამართლოში მიმდინარე წარმოება არ დასრულდება“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურში.

2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შუაღამით გამართული სასამართლოს შემდეგ, აზერბაიჯანში გააძევეს.

ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა Facebook-ში 2026 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]

სადიგოვის უფლებადამცველების ცნობით, რამდენიმე დღის ადრე აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნა მოულოდნელად შეწყდა. შესაბამისად, ქართულ მხარეს მიეცა მისი დეპორტაციის ფორმალური საფუძველი, თუმცა არის ეჭვი, რომ როგორც კი სადიგოვს აზერბაიჯანში ჟურნალისტის ხელახალ დევნას დაიწყებენ.

აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაიწყო, რის საფუძველზეც აზერბაიჯანული მხარე წლების განმავლობაში ითხოვდა მის ექსტრადიციას.

2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს აუკრძალა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამინისტროს თქმით, ძვირადღირებული განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის არ შეუძენიათ

სამინისტროს თქმით, ძვირადღირებული განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის არ შეუძენიათ

ნეტგაზეთი

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

ნეტგაზეთი

“სპეკულაციები რომ არ მოჰყოლოდა” – „ოცნებაში“ განმარტავენ რატომ ცვლიან გრანტების კანონს

“სპეკულაციები რომ არ მოჰყოლოდა” – „ოცნებაში“ განმარტავენ რატომ ცვლიან გრანტების კანონს

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი