მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ხსნის - Netgazeti
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ხსნის - Netgazeti

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ხსნის - Netgazeti

ნეტგაზეთი17 აპრილი, 2026, 14:09|netgazeti.ge

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ხსნის.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ყველა კომერციული გემის მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში სრულიად ღიად ცხადდება ზავის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, იმ კოორდინირებული მარშრუტით, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებულია“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიუხედავად აშშ-სა და ირანს შორის დადებული ორკვირიანი ზავისა, რომელსაც ვადა სამშაბათს ეწურება, ირანს აქამდე ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა არ მოუხსნია. თეირანი აცხადებდა, რომ შეთანხმება არ შედგებოდა, სანამ ისრაელი ლიბანზე იერიშებს ახორციელებდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ბლოკადა „სრული ძალისხმევით შენარჩუნდება“ მანამ, სანამ თეირანთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

„ჰორმუზის სრუტე სრულიად ღიაა კომერციული საქმიანობისა და სრული მიმოსვლისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება და სრული ეფექტით გავრცელდება მხოლოდ ირანზე, იქამდე, სანამ ჩვენი ტრანზაქცია ირანთან 100%-ით არ დასრულდება,“ — დაწერა მან Truth Social-ზე.

Reuters წერს, რომ ნავთობის ფასები 11%-ზე მეტით შემცირდა და წინა ვარდნის ტენდენცია განაგრძო, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მიერ ჰორმუზის სრუტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

„ფასები კლებულობდა, რადგან შაბათ-კვირას აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილმა შესაძლო მოლაპარაკებებმა და ლიბანსა და ისრაელს შორის 10-დღიანმა ზავმა ინვესტორებს იმედი გაუჩინა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს“, – წერს Reuters.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი

ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო

ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო

ნეტგაზეთი

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდეს

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდეს

ნეტგაზეთი

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს

ნეტგაზეთი