
ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს - Netgazeti
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი — 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე კ.პ. დააკავეს, ხოლო 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს — მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ 181 000 აშშ დოლარს, მაჯის საათსა და ყელსაბამს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge