მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ" - სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე - Netgazeti
"დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ" - სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე - Netgazeti

"დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ" - სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე - Netgazeti

ნეტგაზეთი18 აპრილი, 2026, 19:00|netgazeti.ge

მიხეილ სარჯველაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტთა საჭიროებებსა და მათი მკურნალობის პერსპექტივებზე სამინისტროს პოზიციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

ეს განცხადება მან ამ დაავადების მქონე ბავშვთა მხარდამჭერი აქციის პარალელურად, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

სარჯველაძემ თქვა, რომ მისი დუმილი არაემპათიურობით არ აიხსნება. მან დიუშენის მქონე პაციენტებისა და მათი მშობლების მხარდამჭერ აქციაზე მისული მოქალაქეების ნაწილს “ვითომ გულშემატკივრები” უწოდა და განაცხადა, რომ მას უფრო მეტად შესტკივა გული ამ ბავშვებზე.

“მინდა გამოვეხმაურო დიუშნეის სინდრომით დაავადებულთა აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, პოზიციებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ძალიან დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში – რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ – საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ [ინფორმაციას] ამ საკითხის ირგვლივ. ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნას, ყოველ გარემოებას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. იმავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათ შორის ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, აი ამ სიყალბეს, რომ ფარდა ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა. ამიტომ, სულ რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელიც იოლად სასაუბროა ეთერის მეშვეობითაც. ეს არის რთული, მეტად სენსიტიური საკითხი. მაგრამ, მერწმუნეთ, რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ. მერწმუნეთ, რომ ბევრ იქ [აქციაზე მყოფ] ვითომ გულშემატკივარზე მეტად გული შემტკივა და გული შეგვტკივა იმ ბავშვებისთვის. უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რის გაკეთებას ვაპირებთ, რა გაგვკეთებია – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოვფენთ ნათელს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ნეტგაზეთი

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

ნეტგაზეთი

თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება

თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება

ნეტგაზეთი

აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა

აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა

ნეტგაზეთი