მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა - Netgazeti

აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“მთელი ჩემი გული, ფიქრი და სული მშობლიურ საქართველოში, ხალხის გვერდით, პარლამენტის წინ, ჩვენი ბრძოლის მეგობრების გვერდით დარჩა. ვუხდი უსაზღვრო მადლობას ქართველ ხალხს, ყველა ჩემს თანამებრძოლს, მოედნის მეგობრებს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა”, – წერს საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.

ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.

“სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა“ ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი. მაგრამ მე მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ბოლომდე ჯიუტად და მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას და დამნაშავეებისგან შემდგარი „ქართულ ოცნებად“ წოდებულ კრიმინალურ ბანდის წინააღმდეგ და პირადად კრიმინათლა მეთაურ ბიძინა ივანიშვილს სამუდამოდ გააძევებს პოლიტიკური ასპარეზიდან. მე ბოლომდე ვიქნები ქართველი ხალხისა და ჩემი ბრძოლის მეგობრების გვერდით! ცოტა ხნის შემდეგ რა მოხდება, ან რა ტრაგედიებს მოგვიტანენ, უცნობია. პატიმრობა, რეპრესიები, იდუმალი მკვლელობა – ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ წამს თავს დაატყდეს ყველას, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული. ძირს დიქტატურა!!! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!!!”- წერს სადიგოვი ფეისბუკზე.

2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]

2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

საია: სადიგოვის გაძევება ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია