მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება - Netgazeti
თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება - Netgazeti

თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება - Netgazeti

ნეტგაზეთი19 აპრილი, 2026, 07:34|netgazeti.ge

თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ცათამბჯენს ააშენებს.

„პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, „ტრამპ ორგანიზაცია“ (The Trump Organization) და მისი პარტნიორები თბილისში „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავენ. ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი შერეული დანიშნულების კომპლექსი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება“, – წერს The Wall Street Journal.

პროექტის განხორციელება „არქი“ ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით იგეგმება. ამ კომპინების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ილია წულაია და სოსო ფხაკაძე, ასევე ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დონალდ ტრამპის შვილს, ერიკ ტრამპს შეხვდნენ.

„ტრამპ ორგანიზაცია“ (The Trump Organization) საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რითაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ეს ღირსშესანიშნავი ნაგებობა, დაახლოებით 70 სართულით, ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. ცათამბჯენი ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს და საფუძველს ჩაუყრის დინამიკურ, მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც მოიცავს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილზე მორგებულ გამორჩეულ კეთილმოწყობას“, – აცხადებს ტრამპის კომპანია.

საქართველოში „ტრამპ თაუერის“ აშენება ბათუმშიც იგეგმებოდა. 2012 პროექტის პრეზენტაციისთვის ბათუმში დონალდ ტრამპიც იყო ჩამოსული, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ უარი თქვა პროექტის განხორციელებაზე და მიზეზად ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება დაასახელა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ნეტგაზეთი

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

ნეტგაზეთი

აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა

აფგან სადიგოვი ბაქოდან: ჩემი გული, ფიქრები და სული საქართველოში, ხალხის გვერდითაა

ნეტგაზეთი

“დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ” – სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე

“დუმილი არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვარ” – სარჯველაძე დიუშენის მქონე პაციენტებზე

ნეტგაზეთი