მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ჩვენთვის არაფერი იცვლება, რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა - ჩერგოლეიშვილი „ფედერალისტების“ აკრძალვაზე - Netgazeti

ჩვენთვის არაფერი იცვლება, რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა - ჩერგოლეიშვილი „ფედერალისტების“ აკრძალვაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მათი პარტიის აკრძალვის შესახებ არაფერს ცვლის.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „ფედერალისტების“ პოზიცია ისედაც გაცხადებული იყო, რომ მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ სხვა პარტიების აკრძალვას აპირებდა, არჩევნებში თავადაც არ მიიღებდნენ მონაწილეობას.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ასაკრძალ პარტიათა სიაში „ფედერალისტები“ იმიტომ დაამატა, რომ მანამდე დასახელებული პარტიების („ლელო“, ენმ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“) აკრძალვის თავი არ აქვს და ახლა „ფედერალისტების“ დამატების გამო ახალი სარჩელის მომზადებით და ძველის გაუქმებით, დროს იხანგრძლივებს.

„რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება იმიტომ, რომ სანამ ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და ჩვენ არანაირ პოლიტიკურ პროცესში, ფორმალურში, მონაწილეობას არ მივიღებთ და არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია.

ჩვენ, რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება ამით.

თუმცა მე ვხვდები, რეჟიმს ეს ყველაფერი რაშიც დასჭირდა ახლა — დასჭირდა იმიტომ, რომ ცხრათვიანი ვადა გასდის, იმისი თავი არა აქვს, რომ ახლა მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს, ამიტომ ახალი ვადა სჭირდება და, შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი შეიტანეს, რომ ახლის ვადის ათვლა დაიწყოს.

უბრალოდ რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ ჩვენს მხარდამჭერებს მივმართავ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი ამით არ იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას და ამის შედეგად, ბუნებრივია, რომ რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც ვიქნებით აუცილებლად „ფედერალისტები“ და ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს — ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას იმისთვის, რომ ადამიანებმა თავიანთი ნება დაიბრუნონ და არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს ის, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსი ავაზაკები ვერ მიიტაცებენ. ასე რომ, არაფერი ჩვენთვის ამით არ იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს მე-4 პარტიასაც ამატებს – “ფედერალისტებს”.ამის შესახებ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 20 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:„ლელო“ენმ„კოალიცია ცვლილებებისთვის“„ფედერალისტები“პაპუაშვილის განმარტებით, სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები „დემოკრატიის წინააღმდეგ“.მისი თქმით, მართალია, ალიანსში არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჯერ მათ სარჩელში არ ფიგურირებენ, თუმცა „ოცნება“ უყურებს იმასაც, რამდენად „არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე“.„ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციის ალიანსის მთავარი ლიდერები არიან პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია