
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის გამარჯვება ულოცავს - Netgazeti
ირაკლი კობახიძე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს ულოცავს, “ქართული ოცნების” მეკავშირე ვიქტორ ორბანს კი, რომელიც დამარცხდა, მადლობას უხდის “ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის”:
“ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება”, – აცხადებს კობახიძე.
12 აპრილს უნგრეთში გამართულ ისტორულ საპარლამენტო არჩევნებზე პუტინის მეკავშირე ვიქტორ ორბანი 16 წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა. პეტერ მადიარის პარტიამ “ტისამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა – 138 მანდატი მოიპოვა, ორბანის პარტიამ კი 55. 13 აპრილის 10.00 საათის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 98,94%.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge