
ECHR-მ ხადიჯა ისმალოვასთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვაზე აზერბაიჯანს კომპენსაცია დააკისრა - Netgazeti
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, – წერს meydan.tv.
როგორც მისი ადვოკატი ფარიზ ნამაზლი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ განიხილა ჟურნალისტის ორ განცხადებასთან დაკავშირებული საქმეები, რომლებიც ეხებოდა ქვეყნის დატოვების უფლებაზე შეზღუდვას.
ნამაზლის თქმით, აზერბაიჯანული სასამართლოების გადაწყვეტილებით, ისმაილოვა საერთაშორისო კონფერენციებში დასასწრებად და დედის მკურნალობის მიზნით თურქეთში ვერ გაემგზავრა.
“ადგილობრივმა სასამართლომ შეზღუდვა კანონიერად მიიჩნია, ჩათვალა, რომ ქვეყნის დატოვების უფლება რომ მიეცათ, არ არსებობდა გარანტია, რომ იგი ქვეყანაში დაბრუნდებოდა”.
ECHR-ის გადაწყვეტილებით, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს მისი უფლებების შეზღუდვის საფუძვლიანობა და ვერ ახსნეს საკმარისად გადაწყვეტილება. სასამართლომ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ მას მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, ამიტომ აზერბაიჯანმა უნდა გადაუხადოს ჟურნალისტს 10 000 ევროს ოდენობით კომპენსიაცია და 2 000 ევროს ოდენობით სასამართლო ხარჯები.
2015 წელს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ხადიჯა ისმაილსოვას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, გამოძალვა, უკანონო ბიზნესმენეჯმენტი, გადასახადის თავიდან აცილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე მუხლი გააუქმა და სასჯელი შეცვალა: დარჩენილი მუხლებით 3 წელი და 6 თვის სასჯელი 5- წლიანი საცდელი ვადით. შემდგომი ცვლილებებით, სასამართლომ სარეაბილიტაციო ვადა 2 წელი 3 თვით შეამცირა. სასჯელის ვადა დასრულდა 2021 წელს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge