მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დაე, რუსეთი და მისი სატელიტები დამარცხდნენ - გახარია მადიარის გამარჯვებას ულოცავს - Netgazeti

დაე, რუსეთი და მისი სატელიტები დამარცხდნენ - გახარია მადიარის გამარჯვებას ულოცავს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“ვულოცავ მადიარის და უნგრელ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ესაა გამარჯვება დემოკრატიისთვის და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთი და მისი სატელიტები დამარცხდნენ ყველგან”, – წერს გახარია X -ე.

მისი თქმით, “ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ორბანის მთავრობა ავრცელებდა”:

მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატებიდან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ დაშალონ ორბანის მიერ შექმნილი პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელები” .

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი და მისი პარტია დამარცხდა. ისტორიულ არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში 138 მანდატით.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია