მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დევნილებს შიდა ქართლში შეჰპირდნენ, რომ სახლებში იატაკს შეუცვლიან - Netgazeti

დევნილებს შიდა ქართლში შეჰპირდნენ, რომ სახლებში იატაკს შეუცვლიან - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“დევნილთა სააგენტო შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-ამდე ოჯახს სახლის იატაკის საფარს სრულად შეუცვლის. პროექტი დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 264 776 ლარს შეადგენს”, – ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული საჭიროების შესახებ, როგორც სააგენტო წერს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაზე დევნილი ოჯახებისგან მოისმინა და დახმარებას შეჰპირდა.

სააგენტოს ცნობითვე, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია