მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია - სამინისტრო ბაზრის კვლევას ატარებს - Netgazeti

სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია - სამინისტრო ბაზრის კვლევას ატარებს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმების დიზაინი დამტკიცდა. განათლების სამინისტრომ ფორმების შესასყიდად ბაზრის კვლევას ატარებს.

სამინისტროს პირობაა, რომ ფორმები უნდა შეიკეროს მუქი ლურჯი, ჰაერგამტარი ქსოვილისგან. გარდა ამისა, პიჯაკების მარცხენა მხარეს გამოსახული უნდა იყოს 5,3 დიამეტრის სახელმწიფო გერბი.

“თითოეულ საქონელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იარლიყი, სადაც გარკვევით იქნება მითითებული გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები (მათ შორის რეცხვის პირობები) […] საქონელი უნდა ინარჩუნებდეს თავდაპირველ ზომასა და ფორმას შესაბამისი ტემპერატურული მშრალი ან/და სველი რეცხვის შემდეგ”, – წერია შესყიდვის პირობებში.

სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” მიმწოდებლისგან ითხოვს კოსტიუმების, ქვედატანებისა და შარვლების მიწოდებას ორ ეტაპად:

შეკვეთილი საქონლის 30%-ის მიწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა; დარჩენილი რაოდენობის მიწოდება 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილებები.

ფორმების საფასურს მშობლები გადაიხდიან. სახელმწიფო გადაიხდის მხოლოდ იმ მოსწავლეების ფორმების საფასურს, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და მათი სარეიტინგო ქულა 60 000-ით, ან უფრო ნაკლებია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია