
„ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიის წევრად „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აირჩია - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
„ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიის წევრად „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანი ვაზაგაშვილი აირჩია. მას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა.
„იმედში“ გადასვლამდე ანი ვაზაგაშვილი (2019 – 2024 წლებში) შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
კომუნიკაციების კომისიის წევრობაზე კენჭი ასევე უყარეს გიორგი ელისაშვილისა და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურას, თუმცა მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
კომუნიკაციების კომისიაში ვაკანსია კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო გაჩნდა.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge