ორიგინალი
"არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი... ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია
ნიუპოსტი·15:54

"არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი... ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

29 ნოემბერი, 2026 · 15:54

პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამიას ფეისბუკ პოსტი 28 ნომებრი აქციაზე გამოტანილი ბანერის შესახებ, (სადაც მიხეილ. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთა ერთად იყო გამოსახული წასრწერით: ახირებული ავტოკრატებისკ დრო წავიდა)

"მეგობრებო, ბუნებრივია, "ახალი" გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს. უბრალოდ, ნაჩქარევ ფბ სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით. პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუდნურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში გასაფრთხილებელი სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის - იდესიადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა. ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ. ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება; ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს. ps სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი".

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. "არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი... ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • რუსთავი 2·13:59
    "ნაცმოძრაობას" თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს საკუთარი ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, ამიტომ ვერ გამოჰყავთ ხალხი აქციაზე - გურამ მაჭარაშვილი
  • იმედი·11:46
    გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია. მაგალითად, პარლამენტში არ შესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.
  • აიპრესი·11:08
    პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
  • ფრონტნიუსი·23:10
    ირაკლი კობახიძე - 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·16:07

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს
ნიუპოსტი·15:15

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი
ნიუპოსტი·15:00

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
ნიუპოსტი·12:12

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.