ორიგინალი
სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
ნიუპოსტი·16:59

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო

26 ნოემბერი, 2026 · 16:59

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო

თემა: სახლი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • რუსთავი 2·18:51
    ცაგერის მერი: განვითარებული მეწყრული სიტუაციიდან გამომდინარე, დანგრეულია 4 სახლი, ოთხს მისასვლელი გზა არ აქვს, გაყვანილია 33 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე
  • ნეტგაზეთი·18:12
    ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
  • BM.GE·18:09
    სოფელ ლაილაშში მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, ევაკუირებულია 17 ოჯახი – ვითარებაა სტიქიის ზონაში
  • ამბები.ge·18:06
    სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?
სახლისოფელ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·15:58

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ნიუპოსტი·15:24

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
ნიუპოსტი·14:51

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე
ნიუპოსტი·14:20

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.