ორიგინალი
„კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას... ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს შობადობის გაზრდის საშუალებას“ - ირაკლი კობახიძე
ნიუპოსტი·23:05

„კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას... ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს შობადობის გაზრდის საშუალებას“ - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2026 · 23:05

ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, შობადობის მძიმე ტენდენციებსა და ბოლო ორი წლის დადებით მიგრაციულ სალდოზე ისაუბრა.

„რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას - დემოგრაფიული ვითარება ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი არის დაკავშირებული შობადობასთან და გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები. ეს ტენდენციები ახასიათებს მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველი, მათ შორის მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვათა შორის, აქაც უცხოურ დაფინანსებაზე როცა არის საუბარი, თავს რომ გვახვევდნენ ამ გენდერულ ე.წ. იდეოლოგიას, ათას უბედურებას, რასაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. აი, ამ ყველაფერმა გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგები. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დახედოთ მსოფლიო რუკას, სადაც არის კეთილდღეობის ყველაზე დაბალი დონე, იქ არის ყველაზე მაღალი შობადობა და პირიქით. ეს არის სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს, სამწუხაროდ, შობადობის გაზრდის საშუალებას. მსოფლიოში მეორე ადგილზე არის, მაგალითად, ღაზის სექტორი შობადობით - ერთ ქალზე მოდის 8,3 ბავშვი; პირველ ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული აფრიკული ქვეყანა და ასე შემდეგ. პირდაპირ, მარტივად, ხელისგულზე დევს, დახედეთ რუკას, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მაღალია შობადობა და პირიქით. ეს არის ძალიან მკვეთრი ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება.

რაც შეეხება დემოგრაფიის მეორე ნაწილს მიგრაციას, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში. ორი წელია, ზედიზედ გვაქვს უკვე პლუსი, პლუს 1000 და პლუს 2000 იყო ამ ორი წლის განმავლობაში, მცირე, მაგრამ პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ორი წელია, გვაქვს ეს მაჩვენებელი. აქ ზუსტად რომ ეკონომიკური ზრდა მოქმედებს ამ ყველაფერზე, ანუ ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. „კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას... ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს შობადობის გაზრდის საშუალებას“ - ირაკლი კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ტვ პირველი·23:45
    „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
  • იმედი·23:21
    ირაკლი კობახიძე: სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • რუსთავი 2·23:04
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·00:37

29 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

29 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?
ნიუპოსტი·00:20

თბილისში ექიმებმა ერთ წლამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელსაც 20 მაგნიტი ჰქონდა გადაყლაპული

თბილისში ექიმებმა ერთ წლამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელსაც 20 მაგნიტი ჰქონდა გადაყლაპული
ნიუპოსტი·23:43

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ — რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ — რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე
ნიუპოსტი·21:51

(ვიდეო) „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან

(ვიდეო) „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.