ორიგინალი
“რატომაა მიშას პლაკატები? ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ… უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს… დღეს კი, ეს, ვითომ პარტია, მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს” – ვახო სანაია
ნიუპოსტი·17:21

“რატომაა მიშას პლაკატები? ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ… უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს… დღეს კი, ეს, ვითომ პარტია, მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს” – ვახო სანაია

29 ნოემბერი, 2026 · 17:21

ტვ „ფორმაულას“ ტელეწამყვანის, ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკ პოსტი 28 ნომებრი აქციაზე გამოტანილი ბანერის შესახებ, სადაც მიხეილ. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთა ერთად იყო გამოსახული წასრწერით: ახირებული ავტოკრატებისკ დრო წავიდა:

რატომაა აქციებზე მიშას პლაკატები ? იმიტომ, რომ პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ ! გარეთ რომ გამოვა, მაშინაც დაიჭერენ, თუ ამის სურვილი ექნებათ და ამას ვერავინ დაუშლის. დღეს კი იმიტომ უჭირავთ, რომ უკანონო პატიმარია. მეც მეჭირა ნიკას ბანერი, რადგან პოლიტპატიმარი იყო და მის გათავისუფლებას ვითხოვდი ! სხვების პლაკატებიც ეჭირათ და უჭირავთ დღემდე ! ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ და მისმა 12 მხარდამჭერმა პლაკატები დაიჭიროს ხელში, ვერავინ დაუშლის და უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს და ცხვირწინ უფრიალოს ! დღეს კი ეს ვითომ პარტია მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს. ამას აკეთებენ ისინი, ბოლო დღემდე, 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მიშას ხელისუფლებაში რომ იყვნენ და შემდეგი 4 წელიც მის პარტიას წარმოადგენდნენ. და ვინმეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქციის ყველა მონაწილეს მზე და მთვარე ამოსდის რომელიმე ერთ პოლიტიკოსზე ?! მაგრამ აქციებმა გადალახა თავიდან არსებული ეს შეუთავსებლობა, რადგან ამ ხალხმა ზუსტად იცის, რისთვის იბრძვის - ივნიშვილის, ამ რუსის გასაგდებად. გუშინდელ აქციას ერქვა ,,საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ამ ლოზუნგით მოუწოდებდნენ ხალხს მისვლისკენ (თუმცა არც არავის მოწოდება არ სჭირდებათ მოქალაქეებს, მით უმეტეს, 28 ნოემბერს). ხალხი მოვიდა ერთი ლოზუნგის ქვეშ და ვიღაცამ დაახვედრა სულ სხვა შინაარსის ბანერი. იქამდე რატომ არ უთხრა საზოგადოებას, რომ მიშას საწინააღმდეგო ლოზუნგით მოუწოდებდა მისვლას ?! ეს იქნებოდა პატიოსანი საქციელი, მაგრამ ამის წინასწარ მთქმელისთვის - არახელსაყრელი. გასაგებია, რატომაც არ თქვა - თავისი ჭკუით, ხალხის მოტყუება განიზრახა. ეს პარტია ,,ოპოზიციის ალიანსის" წევრია. დღეს ვხედავთ, რომ ალიანსის წარმომადგენლებს უწევთ პოზიციის გამოხატვა და გამიჯვნა, მაგრამ გეუბნებით, სანამ მაგას მაქედან არ გააგდებთ, სულ დესტრუქციას მოაწყობს, რათა პროპაგანდისტული არხების ქარდებზე მოხვდეს. ამბობს კიდევ, რომ ასეთ ქცევას გააგრძელებს. პოლიტიკურ ფასს ალიანსში შემავალი პარტიები გადაიხდიან, რადგან ,,ფედერალისტებს" არც არაფერი აქვთ გადასახდელი, უბრალოდ არარსებული ორგანიზაციაა. აქციებს ამ ვირეშმაკობით არაფერი დააკლდება. ბიძინამ ვერ დაამარცხა და ასეთი მაიმუნობა რას დააკლებს. ჰოდა უყუროს ახლა, როგორ გადაუარეს ზედ გუშინდელი საქციელის გამო. დანარჩენი თქვენ იცით. მით უარესი ალიანსისთვის. ეს ბრძოლა ხალხის მოსაგებია და მოიგებს კიდეც, ოღონდ არაფერს დაივიწყებს - არც ერთ ვირეშმაკობას, დესტრუქციას, ღალატს. ხალხი ფარა არაა. საკონსტიტუციოში გაუქმება მონაგონი იქნება, თუ ხალხმა გაგაუქმათ. აქვე მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა გუშინდელ აქციაში და ხალხის ინტერესებით იმოქმედა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. “რატომაა მიშას პლაკატები? ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ… უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს… დღეს კი, ეს, ვითომ პარტია, მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს” – ვახო სანაია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·16:07

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს
ნიუპოსტი·15:15

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი
ნიუპოსტი·15:00

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
ნიუპოსტი·12:12

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.