ორიგინალი
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის("კაწრო") მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ნიუპოსტი·16:18

სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის("კაწრო") მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა

25 ნოემბერი, 2026 · 16:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ იზიარებდა დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა დადგეს არანაირი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ის, რაც არის - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.

სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იხილავს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის("კაწრო") მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • ფორმულა·20:56
    სასამართლომ ყიფიანის და “კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
  • რუსთავი 2·18:35
    ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
  • ტვ პირველი·15:53
    თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
  • რადიო თავისუფლება·15:05
    რუსეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მურმანსკის ოლქის გუბერნატორს
პატიმრობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·22:26

მერსი სულხანიშვილმა გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა — სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

მერსი სულხანიშვილმა გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა — სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
ნიუპოსტი·22:11

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
ნიუპოსტი·20:04

რუსეთში ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში ამერიკული ჯინსი, ჩიფსი და Coca-Cola ბურახით, „ვალენკებითა“ და „ხოლოდეცით“ ჩაანაცვლეს

რუსეთში ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში ამერიკული ჯინსი, ჩიფსი და Coca-Cola ბურახით, „ვალენკებითა“ და „ხოლოდეცით“ ჩაანაცვლეს
ნიუპოსტი·18:51

ინტენსიური თოვის გამო რიკოთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

ინტენსიური თოვის გამო რიკოთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.