ორიგინალი
მოსახლეობას გაზის მიწოდება აღარ შეუწყდება – კომპანიამ სამუშაოები გადადო
ნიუპრესი·12:36

მოსახლეობას გაზის მიწოდება აღარ შეუწყდება – კომპანიამ სამუშაოები გადადო

23 ნოემბერი, 2026 · 12:36

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.

“დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.

შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.

სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების 30 საათის განმავლობაში – 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე შეწყვეტა იყო დაგეგმილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newpress.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპრესი
  3. მოსახლეობას გაზის მიწოდება აღარ შეუწყდება – კომპანიამ სამუშაოები გადადო

თემა: მოსახლეობის

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • პოსტივი·20:53
    ირაკლი კობახიძე: „2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში – პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა“
  • რუსთავი 2·20:43
    პრემიერი: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში - პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
  • იმედი·20:30
    ირაკლი კობახიძე: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
  • BM.GE·13:41
    მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების საფრთხე – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მოსახლეობის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპრესი·15:47

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ნიუპრესი·14:19

დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება

დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება
ნიუპრესი·14:05

თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვებია

თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვებია
ნიუპრესი·15:23

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.