ორიგინალი
თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა – რა მოხდა 24 ნოემბერს ქუთაისი–ბერლინის რეისზე
ნიუპრესი·14:46

თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა – რა მოხდა 24 ნოემბერს ქუთაისი–ბერლინის რეისზე

27 ნოემბერი, 2026 · 14:46

უამრავ რეისზე ვყოფილვარ, არაერთი ძლიერი ტურბულენტობაც გამომიცდია, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია… თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა – წერს 24 ნოემბრის Wizz Air (W67909) ქუთაისი–ბერლინის რეისის მგზავრი ანა ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბორტი ქუთაისიდან აფრენის შემდეგ ბერლინის ნაცვლად თბილისში დაეშვა, ამის მიზეზად კი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

„სახლში ვარ და, როგორც იქნა, მოვიცალე ამ პოსტის დასაწერად, ჯოჯოხეთური 48 საათის შემდეგ…

24 ნოემბრის Wizz Air (W67909) ქუთაისი–ბერლინის რეისი ჩემს და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას რომ დატოვებს, ეს ცხადია.

თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ძლიერი ტურბულენტობა იყო. ერთ-ერთ განსაკუთრებით ძლიერ რყევას მგზავრის ცუდად გახდომა მოჰყვა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი უკან უნდა დაბრუნებულიყო და ცუდად გამხდარი მგზავრი ექიმებისთვის გადაეცათ. თუმცა სწორედ ეს დაბრუნება იქცა ბევრი ჩვენგანისთვის სიკვდილთან შეხვედრად.

თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა და ეს, ჩვენი აღქმით, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა იმ მომენტში დროს ვერცერთი ჩვენგანი ვერ გავზომავდით. უამრავ რეისზე ვყოფილვარ, არაერთი ძლიერი ტურბულენტობაც გამომიცდია, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია. ძალიან

რთულია დავიჯერო, რომ ყველაფერი მხოლოდ ტურბულენტობით იყო გამოწვეული.

აქ არაფერ შუაშია არც ქალი პილოტი და არც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. აქ საუბარია ადამიანების უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საბედნიეროდ, ყველაფერი ტრაგედიით არ დასრულებულა და მადლობა პილოტს, რომელმაც თვითმფრინავის თბილისში უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

არ ვიცი, რამდენად სრულყოფილად გაასაჯაროებს Wizz Air მომხდარის მიზეზებს და შემოიფარგლება თუ არა მხოლოდ მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და არასახარბიელო ამინდით, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ. Wizz Air დღესაც ჩამესმის ადამიანების კივილი, ბავშვების ტირილი. თვალწინ მიდგას მგზავრების სახეები, რომლებიც გონებას კარგავდნენ და ისევ ფხიზლდებოდნენ.

ერთ მომენტში უბრალოდ ხელი ჩავიქნიე და საკუთარ თავს ვუთხარი: „ანა, რაც იქნება, იქნება. შენ არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია.“

არავის ვუსურვებ ამ განცდის გამოცდას. სიკვდილის პირისპირ აღმოჩენა არც ისე მარტივია, როგორც ეს შეიძლება სხვისი მონაყოლიდან ჩანდეს.

და მათ, ვინც ამ ამბავს სიცილის ემოციებით, ირონიითა და კრიტიკით გამოეხმაურა, მხოლოდ ერთს ვეტყვი: ადამიანის შიში და გადატანილი ტრავმა დაცინვის საგანი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად არ გამოგიცდიათ ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ“ – წერს ანა ნონიკაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newpress.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპრესი
  3. თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა – რა მოხდა 24 ნოემბერს ქუთაისი–ბერლინის რეისზე

თემა: მოძრაობა

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • რუსთავი 2·16:51
    ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
  • BM.GE·16:09
    "რუსთაველის გავლას რამდენიმე წამის ნაცვლად წუთები დასჭირდება" - მევლუდ მელაძე მოძრაობის ახალ სქემაზე
  • GHN·15:27
    ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • აიპრესი·15:17
    დიდთოვლობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპრესი·15:48

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს
ნიუპრესი·13:20

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა
ნიუპრესი·15:48

ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად სამი სახლი დაინგრა

ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად სამი სახლი დაინგრა
ნიუპრესი·15:47

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.