ორიგინალი
ნუგზარ წიკლაური სერგეი ლავროვის განცხადებაზე - ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა - კარგად ვნახეთ, როგორც დგას „ოცნება“ რუსეთთან ორ ფეხზე, შეიძლება პოლიტიკური დავლურიც კი დაერქვას იმას, რაც ახლა გააკეთეს
პალიტრა ნიუსი·20:15

ნუგზარ წიკლაური სერგეი ლავროვის განცხადებაზე - ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა - კარგად ვნახეთ, როგორც დგას „ოცნება“ რუსეთთან ორ ფეხზე, შეიძლება პოლიტიკური დავლურიც კი დაერქვას იმას, რაც ახლა გააკეთეს

25 ნოემბერი, 2026 · 20:15

აშკარაა, რომ რევაზ ნადარაია ვეღარ უძღვება პროცესს, გარეგნულადაც კი ვეღარ ინარჩუნებს მიუკერძოებელი მსაჯულის პოზას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბოლო პროცესების შემდეგ სრულიად აშკარა გახდა, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაია იმსახურებს „ზონდერ მოსამართლის“ შეფასებას.

„მქონდა განცდა, რომ მოსამართლე ადგებოდა, ჩამოვიდოდა სკამიდან და დაჯდებოდა ბრალმდებლების მხარეს იმდენად აშკარა იყო მისი მიკერძოება "ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიმართ. აშკარაა ის, რომ ის ვეღარ უძღვება პროცესს, გარეგნულადაც კი ვეღარ ინარჩუნებს მიუკერძოებელი მსაჯულის პოზას და ამით არის გამოწვეული თავდასხმები - მოსამართლისათვის სრულიად შეუფერებელი ლექსიკა და ხულიგნური გარჩევისთვის შესაბამისი ტერმინები, რასაც მოსამართლე იყენებს. დაწყების დღიდან ასეთი იყო მოლოდინები და შემდეგ, მოსამართლე ნადარაიამ გაამართლა მოლოდინები, როდესაც სრულიად აშკარად მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და რეალურად წარმოადგენდა მხარეს. ის, რაც ხდებოდა ბოლო ორი-სამი პროცესის დროს, როდესაც უაპელაციოდ აძევებდა დარბაზიდან, ეჩრებოდა ლაპარაკში იმ ადამიანებს, ვის მიმართაც წაყენებულია ბრალდება, მე მგონი სრულიად აშკარა გახადა, რომ ეს კაცი მართლაც იმსახურებს იმ შეფასებას, რაც გაისმა სასამართლო პროცესზე - ზონდერ მოსამართლის შეფასებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაური გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებულია.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იმ შემთხვევაში მოხდება თუ უკანა პლანზე გადაიწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

„ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა. თუ საქართველო აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის აქტუალური საკითხი და აღიარებს, რომ რუსეთთან ამის გარეშეც შეუძლია ნებისმიერი ურთიერთობების დამყარება, მაშინ ეს ასეც მოხდება და უკანა პლანზე გადაიწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თუ შენ თვითონ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თუ ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად ხარ, რომ რუსეთთან დაიწყო დიალოგი და შესწირო ამას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაშინ რატომ უნდა მოსთხოვო ან იტალიას, ან გერმანიას, ან აშშ-ს ძალისხმევა გასწიონ ამ მიმართულებით.

კარგად ვნახეთ, რუსეთთან როგორ ორ ფეხზეც დგანან, შეიძლება პოლიტიკური დავლურიც კი დაერქვას იმას, რაც გააკეთეს ახლა, როდესაც ჟენევის ფორმატის პრაქტიკული ტორპედირება მოახდინეს და რუსეთის სურვილს, რომ აქტუალური აღარ იყოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხი, ამაზე გაჩუმდნენ და ხმას აღარ იღებენ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. ნუგზარ წიკლაური სერგეი ლავროვის განცხადებაზე - ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა - კარგად ვნახეთ, როგორც დგას „ოცნება“ რუსეთთან ორ ფეხზე, შეიძლება პოლიტიკური დავლურიც კი დაერქვას იმას, რაც ახლა გააკეთეს

თემა: რუსეთის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • ფორმულა·20:50
    რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • BM.GE·18:39
    ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
  • რუსთავი 2·18:26
    სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
რუსეთისოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·21:16

პოლიტიკური პატიმრები და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, ოპოზიცია კი შესაძლო სანქციებზე საუბრობს

პოლიტიკური პატიმრები და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, ოპოზიცია კი შესაძლო სანქციებზე საუბრობს
პალიტრა ნიუსი·21:09

„ვარდების რევოლუცია“ ქართული მოვლენა იყო თუ გარე ძალების ორგანიზებული პროცესი - მიხეილ სააკაშვილის ახალი პოსტი და „ ქართული ოცნების“ პასუხი

„ვარდების რევოლუცია“ ქართული მოვლენა იყო თუ გარე ძალების ორგანიზებული პროცესი - მიხეილ სააკაშვილის ახალი პოსტი და „ ქართული ოცნების“ პასუხი
პალიტრა ნიუსი·21:07

ფონიჭალის აფეთქებას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალის აფეთქებას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
პალიტრა ნიუსი·21:05

მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია - მოლაპარაკებები შესაძლოა ორ დედაქალაქში გაიმართოს

მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია - მოლაპარაკებები შესაძლოა ორ დედაქალაქში გაიმართოს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.