ორიგინალი
კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
რადიო თავისუფლება·19:31

კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

26 ნოემბერი, 2026 · 19:31

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და საერთო ანგარიშით "თავშეკავებით" იმოქმედებს - თუმცა იგი, ამავდროულად, არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტაში წინაპირობების გარეშე, როგორც ეს უკრაინას სურს;

პუტინს "სურს მშვიდობა", მაგრამ არა ნებისმიერი პირობებით, ევროპას ადანაშაულებს რუსეთის "სტრატეგიული დამარცხებისკენ" სწრაფვაში და კვლავ გამოთქვამს ტერიტორიულ მოთხოვნებს - ეს მოსაზრებები გამომდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის ინტერვიუდან, რომელიც მან მისცა მედიაჰოლდინგ Axel Springer-ის ხელმძღვანელს, მატიას დეპფნერს.

კუშნერი აღნიშნავს, რომ ტერიტორიული საკითხი (რუსეთი კვლავაც ითხოვს მისთვის მთელი დონბასის გადაცემას) ამჟამად "ჩიხშია", თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს საკითხი უფრო იოლად გადაწყდება მაშინ, თუ ჯერ შედგება შეთანხმება ევროპაში უსაფრთხოების ომისშემდგომ არქიტექტურაზე. კუშნერმა თქვა, რომ ტერიტორიათა საკითხი ექვემდებარება მხარეთა შორის შეთანხმებებს - მას ამ ინტერვიუში კატეგორიულად არ დაუცავს საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. "ევროპაში საზღვრების უმეტესობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა - ომით, მშვიდობით ან კომპრომისით", თქვა მან.

კუშნერმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობას, მათ შორის აშშ-ის მხრიდან - თუმცა სკეპტიკურად შეაფასა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა.

სამმხრივ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი აბუ-დაბიში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა, რის შემდეგაც კუშნერი და მისი კოლეგა, სტივ უიტკოფი შეხვდნენ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის წარმომადგენლებს. ახალი რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. უკრაინაში საომარი მოქმედებები და მხარეთა იერიშები გრძელდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • GHN·19:20
    დღეს უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან ცხრა ბავშვი დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • იმედი·18:50
    ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია - საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე
  • ფორმულა·16:58
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • კვირა·15:57
    უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:47

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.