ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს – სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს”
“2025 წლის ოქტომბრის მოვლენების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული – შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ.
„ეს ამბოხებისკენ მიმართული მოწოდებები კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა იყო, რის შედეგადაც საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შორის მრავალი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია – დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს, მაშინ როცა ევროპას ამაზე არაფერი უთქვამს. ჩვენ გვყავს სანქცირებული ევროპელი ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიიდან არიან გაძევებულნი და რომელთა ცხოვრებაც დაინგრა სავალდებულო სანქციების შედეგად. მოდით, აქაც დავიწყოთ ევროპული კანონმდებლობის გამოყენება“, – დასძინა მან.
