ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: „შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება“
პოსტივი·10:30

მაკა ბოჭორიშვილი: „შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება“

26 ნოემბერი, 2026 · 10:30

„დაკავშირებადობა ევროკავშირისთვის სწორედ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, პირველ რიგში. ჩვენ უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოება, აქ უსაფრთხოებას აქვს ძალიან ფართო მნიშვნელობა. იგულისხმება მათ შორის ენერგეტიკული პროექტები, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და ასე შემდეგ. შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება და ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირს აქვს გაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, ერთის მხრივ, თუ როგორ წარმართავს ამ ურთიერთობებს ერთ- ერთ საკვანძო ქვეყანასთან შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შეხვედრებზე უნდა მიიწვიოს საქართველო, ისე როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდით, თუ როგორ ხდებოდა, ამ შეკრებების და შეხვედრების ორგანიზება. პირველ ეტაპზე, საერთოდ არ იგზავნებოდა მოსაწვევი. ეს რა თქმა უნდა, გახდა დისკუსიის საგანი ბრიუსელში, თუ რამდენად ჰქონდა აზრი ისეთ შეხვედრებს დაკავშირებადობაზე, როდესაც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა – საქართველო საერთოდ არ არის მოწვეული.

იყო რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკოსების მხრიდან, ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდანაც შეკითხვები ევროკომისიაზე კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით.

როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, თუ რუკას შევხედავთ, მარტივია, რომელი ქვეყანა არის საკვანძო სწორედ ამ თვალსაზრისით და გაჩნდა გარკვეული უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთგვარი სახის შენარჩუნების გზა იყო ის, რომ უკვე დაბალ დონეზე იყოს მოსაწვევი გამოგზავნილი.

ჩვენ ძალიან კარგად გავაცნობიერეთ ის, რომ იქ საქართველოს პოზიციის მოსმენას არავინ ელოდა. შენ თუ გინდა საქართველოს პოზიცია მოისმინო, შესაბამისი ადამიანი უნდა იყოს მიწვეული ამ ღონისძიებაზე პოზიციების გასაჟღერებლად.

როდესაც პოლიტიკური ხასიათის შეხვედრაა და პოლიტიკოსები ესწრებიან შეხვედრას და საუბრობთ დაკავშირებადობაზე, როგორც პოლიტიკაზე, მხოლოდ მოსმენის რეჟიმში საქართველო ვერ მიიღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და შესაბამისად ძალიან მყარად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ნათელია ევროკავშირისთვის.

ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირთან დიალოგი არცერთ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე.

ჩვენ არ გვსურს ეს იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, უარყოფითი პოლიტიკური დღის წესრიგის, შანტაჟის ნაწილი ან რაღაც სპეკულაციების.

მარტივად არის აქ საქმე. საქართველოს ელჩის ან შედარებით დაბალ დონეზე მოწვევა, არ ემსახურება იმას, რომ იქ ვინმეს აინტერესებს საქართველოს პოზიციის მოსმენა, ამ შემთხვევაში. თუკი ეს აინტერესებთ, მოიწვევენ იმ დონის წარმომადგენელს, რა დონეზეც შეხვედრა იმართება.

სწორედ ამას ვგულისხმობ, ეს მოსაწვევები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ საქართველოში სხვადასხვა აქტორების მხრიდან ეს გამხდარიყო სპეკულაციების საგანი. კიდევ ერთხელ, როდესაც დისკუსიაში მონაწილეობენ მინისტრები, როდესაც გიწვევენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოუსმინო სხვა მინისტრების მსჯელობას, ეს არ არის ის ფორმატი, რა ფორმატშიც საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის კონტექსტში უნდა მონაწილეობდეს.

თუ ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ, არის თუ არა დაკარგული შესაძლებლობა, მე ასე ვიტყოდი, ასეთი ფორმით შეხვედრებზე მოსაწვევით სპეკულირება და ასე შემდეგ, თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას აკნინებს და თავად ევროკომისიის დამოკიდებულებას აკნინებს სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ და ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ უფრო მეტად სერიოზული დამოკიდებულება ვიხილოთ ამ საკითხების თვალსაზრისით”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: „შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება“

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ინფო 9·08:40
    მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
  • პრაიმტაიმი·08:37
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • რუსთავი 2·08:35
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • იმედი·08:35
    მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
ევროკავშირისბოჭორიშვილიმაკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·10:28

თორნიკე ზირაქიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ: „კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზეა – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და გამჭვირვალე“

პოსტივი·00:40

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს – სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს”

პოსტივი·00:32

გიორგი ზურაბაშვილი: “მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული”

პოსტივი·23:29

გიორგი ზურაბაშვილი: „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად“

გიორგი ზურაბაშვილი: „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.