ორიგინალი
გამრეკელის ქუჩაზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
პოსტივი·13:25

გამრეკელის ქუჩაზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

27 ნოემბერი, 2026 · 13:25

„თბილისის განვითარების ფონდმა“, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა.

აღნიშნულ მისამართზე მდებარე 4-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინებით სულ 18 ოჯახი დაკმაყოფილდება.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ბინების გასაღებები დღეს პირადად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

„მიხარია, რომ დღეს შეგვიძლია, კიდევ 18 ოჯახს მივულოცოთ ახალმოსახლეობა. ორწლიანი მოლოდინის შემდეგ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში.

დღეს აქ მხოლოდ ახალი კორპუსი არ დგას. აქ 18 ოჯახის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. გისურვებთ, ამ სახლებში ყოველთვის ისმოდეს ბავშვების სიცილი, იყოს სითბო, სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე. მინდა, ამ სახლების კედლებმა მომავალში მხოლოდ ბედნიერი ისტორიები შეინახოს.

მთელი გულით გილოცავთ საკუთარ კერაზე დაბრუნებას. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ თქვენს ახალ სახლებში.

როგორც იცით, „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა“ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წლებია, ხორციელდება და იგი ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია ჩვენი დედაქალაქისთვის.

როდესაც ამ პროგრამის განხორციელების ვალდებულება ავიღეთ, კარგად ვიცოდით, რამდენად რთული და მასშტაბური გამოწვევის წინაშე ვდგებოდით.

თბილისი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არის უძველესი ქალაქი. ისტორიული უბნების გარდა, ჩვენს ქალაქში მრავლადაა ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომელთა კედლებიც ათწლეულების ისტორიას ინახავს.

ამ ისტორიის მიღმა კი, ხშირად, ძალიან მძიმე რეალობა დგას: ავარიული საცხოვრებელი სახლები, სადაც ცხოვრობენ ოჯახები, ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები. ზოგადად, სახლი სიმშვიდის ადგილი უნდა იყოს და არა შიშის. კიდევ 18 ოჯახისთვის ეს შიში წარსულს ჩაბარდა.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მხოლოდ სამშენებლო პროექტი არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტა.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოსა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ისინი მხოლოდ დროებით გადადიან ნაქირავებ ბინებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ქირის საფასურს სრულად აფინანსებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი იმავე ადგილას, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში ბრუნდებიან.

ჩვენ ვცვლით ავარიულ შენობებს, მაგრამ ვინარჩუნებთ სამეზობლოს, ადამიანებს შორის წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებსა და მათ შორის კავშირს საკუთარ უბანთან.

ყველას კარგად ახსოვს, ორი წლის წინ, აქ, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული 4-სართულიანი ნაგებობა იდგა, რომლის კედლებშიც 18 ოჯახს მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში უწევდა ცხოვრება. მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება – გვენდნენ, შემოიტანეს განაცხადი ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და დღეს უკვე შეუძლიათ, საკუთარ სახლებს სრულიად სხვა რეალობაში დაუბრუნდნენ.

მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! გილოცავთ ახალ სახლებს, ახალ გარემოს და ახალ, უფრო მშვიდ ცხოვრებას! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის!

ჩვენთვის ეს ნდობა დიდი პასუხისმგებლობა იყო და მიხარია, რომ დღეს მას შესრულებული საქმით ვპასუხობთ.

აქვე, მადლობას ვუხდი „თბილისის განვითარების ფონდს“, ყველა იმ ადამიანს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა კონტრაქტორ კომპანიას – „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა.

„მინდა, თითოეულ თბილისელს კიდევ ერთხელ ვუთხრა: ამ პროგრამის მთავარი ღირებულება თქვენ ხართ – ადამიანები, თქვენი ოჯახები, თქვენი უსაფრთხოება და თქვენი მომავალი. ქალაქის განვითარება ადამიანების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებით იზომება.

თითოეული დასრულებული პროექტი ნიშნავს, რომ კონკრეტული ოჯახისთვის ჩვენი დაპირება შესრულდა, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა გრძელდება იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, ბევრი ავარიული სახლია, რომელთა ჩანაცვლებაც უნდა მოვახერხოთ და უნდა შევძლოთ.

მინდა მივმართო იმ ოჯახებს, რომლებიც დღესაც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ზოგჯერ რთულია გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი სახლი თუნდაც დროებით დატოვო, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე ძვირფასი, ვფიქრობ არაფერია. მოგვმართავთ, მიიღეთ ინფორმაცია პირობების შესახებ, ჩაერთეთ ამ პროცესში და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა თბილისი კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

პროექტის საერთო ღირებულებამ 6 700 000 ლარი შეადგინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ – „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ შეასრულა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და სივრცითი განვითარების ხელშეწყობას.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. გამრეკელის ქუჩაზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·13:39

დავით ქართველიშვილი: „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა”

პოსტივი·12:32

ლადო სადღობელაშვილი – ვარდენ მაჭავარიანს: “სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიჰყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს. ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?”

პოსტივი·10:17

შალვა პაპუაშვილი: „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“

პოსტივი·09:47

შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.