ორიგინალი
პრემიერი USAID-ის შესახებ: “რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელისგულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით. იმავეს აკეთებდნენ NED-ი, EED-ი – ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
პოსტივი·15:56

26 ნოემბერი, 2026 · 15:56

“რაც გამოქვეყნდა, ეს არის, რეალურად, კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა სწორედ USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროებას შეეხებოდა.

„პირდაპირ USAID-ი იყო ჩართული. სახელები და გვარებიც დაგვისახელებია. აბსოლუტურად კრიმინალური იყო ეს საქმიანობა.

თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, რასაც ასევე მოეფინა ნათელი ამ დოკუმენტებიდან. ეს იყო კრიმინალი. თქვენ გახსოვთ კამპანია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლებოდა წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება. პირდაპირ კრიმინალი დევს ხელისგულზე.

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელისგულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი – ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც იყო მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ, ვიდრე USAID-ი გაუქმდებოდა, დავასწარით და მანამდე მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და შეგახსენებთ, რამხელა სამარცხვინო კამპანია დაუპირისპირეს ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია. რუსული კანონი უწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ემსახურებოდა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

ჩვენ, რეალურად, მაშინ ვიბრძოდით მარტო, ქართველ ხალხთან ერთად – ასე ხატოვნად ვიტყოდი ამ ყველაფერს. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, – ეს იყო „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რომელიც მაშინ მოქმედებდა სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით: ეს იყო USAID-ი, NED-ი, EED-ი, “ღია საზოგადოება” და ა.შ.

ისინი პირდაპირ, ღიად, დაუფარავად და უხეშად უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ – მთელი აგენტურა იყო ჩართული, ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მათ ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც, სინამდვილეში, არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები და ამაში იყვნენ ჩართული მათი სამარცხვინო მედიასაშუალებები. მათ ჰქონდათ გაშლილი მთელი კამპანია, აგიტაცია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება; ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. პრემიერი USAID-ის შესახებ: “რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელისგულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით. იმავეს აკეთებდნენ NED-ი, EED-ი – ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”

თემა: ევროპული

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • რუსთავი 2·17:28
    გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • ფრონტნიუსი·17:03
    გიორგი სოსიაშვილი - ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • იმედი·16:52
    გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • აჭარის ტელევიზია·15:08
    ირაკლი კობახიძე – „იუესეიდის“ მიერ რაც გამოქვეყნდა, კრიმინალის ილუსტრაციაა, რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები
ევროპულიპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·19:07

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

პოსტივი·19:05

საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი

პოსტივი·19:02

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
პოსტივი·16:33

მიხეილ ყაველაშვილი: “დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს”

მიხეილ ყაველაშვილი: “დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს”
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.