ორიგინალი
ირაკლი კობახიძე – „იუესეიდის“ მიერ რაც გამოქვეყნდა, კრიმინალის ილუსტრაციაა, რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები
აჭარის ტელევიზია·15:08

ირაკლი კობახიძე – „იუესეიდის“ მიერ რაც გამოქვეყნდა, კრიმინალის ილუსტრაციაა, რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები

26 ნოემბერი, 2026 · 15:08

რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია, როგორ გაყალბდა, სწორედ, „იუესეიდის“ ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „იუესეიდის“ დოკუმენტების გასაჯაროებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

„რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა, სწორედ, „იუესეიდის“ ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები. პირდაპირ „იუესეიდი“ იყო ჩართული, სახელებით და გვარებითაც გვისაუბრია, აბსოლუტურად კრიმინალური იყო ეს საქმიანობა. თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, რასაც ასევე მოეფინა ნათელი ამ დოკუმენტებიდან. ეს იყო კრიმინალი. თქვენ გახსოვთ კამპანია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლებოდა, წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება. პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო „იუესეიდის“ საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც იყო მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ, ვიდრე „იუესეიდი“ გაუქმდებოდა, დავასწარით და მანამდე მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და შეგახსენებთ, რამხელა სამარცხვინო კამპანია დაუპირისპირა ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, რუსული კანონი უწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ემსახურებოდა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

ჩვენ, რეალურად, მაშინ ვიბრძოდით მარტო, ქართველ ხალხთან ერთად – ასე ხატოვნად ვიტყოდი ამ ყველაფერს. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, ეს იყო „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რომელიც მაშინ მოქმედებდა, სწორედ, ასეთი ფონდების მეშვეობით, ეს იყო „იუესეიდი“, NED, EED-ი და სხვები, ღია საზოგადოება და ა.შ. ისინი პირდაპირ, ღიად, დაუფარავად და უხეშად უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ – მთელი აგენტურა იყო ჩართული, ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მათ ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც სინამდვილეში არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები და ამაში იყვნენ ჩართული მათი სამარცხვინო მედიასაშუალებები, მათ ჰქონდათ გაშლილი მთელი კამპანია, აგიტაცია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ირაკლი კობახიძე – „იუესეიდის“ მიერ რაც გამოქვეყნდა, კრიმინალის ილუსტრაციაა, რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები

თემა: კობახიძე

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • ფორმულა·14:56
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • BM.GE·14:37
    ბალაშოვისგან გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
  • ამბები.ge·14:26
    "შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც... დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი" - კობახიძე
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
კობახიძეევროპული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·16:52

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
აჭარის ტელევიზია·16:34

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·16:31

ნინო წილოსანი: ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“

ნინო წილოსანი: ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“
აჭარის ტელევიზია·16:27

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.