ლადო სადღობელაშვილი – ვარდენ მაჭავარიანს: “სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიჰყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს. ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?”
“პატარა “ნაციონალს”, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს, მიშა მაჭავარიანის პირმშო ვარდენა მაჭავარიანს მინდა პასუხი გავცე იმ ენის ტლიკინზე, რასაც დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ. სანამ კონკრეტულ სათქმელზე გადავალ, ჯერ მის მესიჯს შევახსენებ საზოგადოებას – „არა “ნაცებს” – არა “ქოცებს“… როგორია, არა? დნმ-ით “ნაცის” ოჯახში წარმოქმნილი ეს პოლიტიკური ჰიბრიდი ამბობს, უარი უნდა ვუთხრათ “ნაციონალურ მოძრაობასო”. საკუთარ მამას უნდა გაემიჯნო ჯერ, შვილო, მოჰყვე, რაც 9 წლის განმავლობაში ააოხრა ქვეყანა, ამისთვის ბოდიში მოიხადო და დაჯდე შენთვის, ჩირგვებში”, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.
“ახლა რაც შეეხება კონკრეტულად დავით გარეჯის საკითხს: ვარდენ, სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიჰყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს. ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი აზროვნების უნარის გარეშეა დარჩენილი და ვერ ხვდება, ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან? შენც სწორედ იმათი პირმშო ხარ, ვინც არა მხოლოდ დავით გარეჯი გაყიდა, არამედ ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა და მთელი 9 წელი რუსული, აზერბაიჯანული, თურქული და სხვა ქვეყნების საქმე აკეთა, მაგრამ არასდროს ქართული საქმე არ უკეთებია. ზუსტად იმ მოღალატეებისა და სამშობლოს გამყიდველების წიაღიდან ხარ და იმიტომაც ხარ ასეთი უტიფარი, როგორიც ხარ, ვარდენ!” – წერს სადღობელაშვილი.
