ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: „ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ამის ცოცხალი მოწმეები და ვიდეოები არსებობს და ეს ყველაფერი თანდართული აქვს საგამოძიებო კომისიას. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური პარტია, თავის დანამატებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს“
პოსტივი·22:31

27 ნოემბერი, 2026 · 22:31

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას ის, თუ რა ე.წ. პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე – ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იურიდიულად არსებობს და რომელმაც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა. ეს, სხვათა შორის, დაადასტურა არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ, არამედ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც. პირდაპირ მოხსენიებულია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, რომ პრეზიდენტის ჩართულობითა და ხელმძღვანელობით დანაშაულებრივი სისტემა შეიქმნა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს ფაქტები, ხელისუფლებაში ყოფნისას ხალხი რომ დახოცეს და სპეცოპერაციები დაარქვეს მერე ამას. ცოცხალი მოწმეები არსებობს ამის, ვიდეოები არსებობს და ეს ყველაფერი თანდართული აქვს ამ საგამოძიებო კომისიას.

ახლა რაც შეეხება აღიარებით ჩვენებებს: ის, რომ სააკაშვილმა – მათმა ბელადმა – არაერთგზის მანამდე აღიარა და თქვა, რომ „რაღა დროს სანდრო გირგვლიანიაო“, რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ დიახ, სწორი იყო, „იმედში“ რომ შეიჭრნენო, შავაძე რომ დახვრიტეს – „დიახ, მართლები ვიყავით, შავაძე რომ დავხვრიტეთო“ – დიახ, ეს ყველაფერი მათმა ბელადმა აღიარა, რაც კიდევ დამატებითი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია და მათი ფილიალები არ უნდა არსებობდნენ.

წითლიძემ ამ ყველაფერს ზემოდან გვირგვინად დაადო აღიარებითი ჩვენება. გასაგებია, რომ „ასავალ-დასავალი“ კნინობით ფორმაში მოიხსენია, მაგრამ აქ „ასავალ-დასავალს“ კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად გადაურჩა იმ რეჟიმს, მაგრამ მორალურად და ფიზიკურად დასახიჩრებულები არიან – ოჯახის წევრები ჰყავთ დაკარგული, დასახიჩრებული, მოკლული. წითლიძეს თუ ეყოფა ენერგია, იმ 120-ზე მეტ მოწმეს პირდაპირ უთხრას, რომ ეს ყველაფერი მოიგონეს, მერე „ასავალში“ წავა თუ „დასავალში“ წავა, ამას ვნახავთ.

ნორმალური ადამიანი არ მეგულება, რომელიც იტყვის, რომ ასეთი პარტია, რომელიც დღესაც აცხადებს – ფაქტობრივად, მარტო კი არ ამბობს, აკეთებს კიდეც – რომ არჩევნები მას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებად არ მიაჩნია და, შესაბამისად, რევოლუციები და დამხობები აქვს გეგმაში, ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ეს ხალხი – „ნაცმოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად – აღიარებს, რომ არჩევნებით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში – 2020-ში გადააგდეს საკუთარი ამომრჩეველი და არ შევიდნენ პარლამენტში და 2024-შიც იგივე გააკეთეს. შესაბამისად, თუ პოლიტიკურ პროცესში არ უნდა პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა და მისი გეგმაა, აჯანყებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არის თუ არა ეს ანტიკონსტიტუციური ძალა? შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური პარტია, თავის დანამატებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: „ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ამის ცოცხალი მოწმეები და ვიდეოები არსებობს და ეს ყველაფერი თანდართული აქვს საგამოძიებო კომისიას. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური პარტია, თავის დანამატებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს“

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • რუსთავი 2·00:24
    ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
  • აიპრესი·21:11
    ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ველით, რომ რუსეთი უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
  • ტვ პირველი·21:07
    კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას შეცვლის
  • ამბები.ge·20:59
    “ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ
ხელისუფლებისრომელმაც

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·22:35

გურამ მაჭარაშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიამ და ამ შემთხვევაში მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინსტანციამ, ევროპარლამენტმა, ძალიან დაიზიანა საკუთარი თავი – პრაქტიკულად, გაინადგურა თავისი სანდოობა და ხარისხი. აქედან გამომდინარე, აღარავის ადარდებს, რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი – მათ შორის, არც ევროკომისიას და უკვე აღარც იმ სახელმწიფოებს, რომელთა სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იღებს ამ რეზოლუციებს“

პოსტივი·22:34

გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“

გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“
პოსტივი·22:33

გურამ მაჭარაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა როგორც გაცხადებულად, ისე ქმედებებით, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“

პოსტივი·22:32

გურამ მაჭარაშვილი: „ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“

გურამ მაჭარაშვილი: „ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.