ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“
პოსტივი·22:34

გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“

27 ნოემბერი, 2026 · 22:34

„ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილის იმ პოსტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც იგორ ივანოვს ეხებოდა და სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.

„სააკაშვილი როგორიც მაშინ იყო, ახლაც ისეთია – რა მიდგომებიც ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგივე მიდგომები აქვს ახლაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ, რაც წლები გადის, ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში უკვე ვეღარასდროს მოვა. მას უჭირს ამასთან შეგუება და სწორედ ამიტომ უმტყუნებს ხოლმე ნერვები და აღიარებს იმ სიმართლეს, რაც თვითონაც კარგად იცის.

დავა იმაზე, რომ ეს რევოლუცია ამერიკამ მოაწყო თუ რუსებმა, ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ, ესე იგი, დადასტურდა, რომ უეჭველად უცხო სახელმწიფომ მოაწყო, დადასტურდა, რომ თავად ის არაფრის მომწყობი არ იყო და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში. ეს კიდევ ერთი აღიარება იყო მისი მხრიდან და კიდევ ერთი მტკიცებულება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

რაც შეეხება იმას, უფრო რუსებმა დაუჭირეს მხარი სააკაშვილს თუ ამერიკელებმა – მე მგონია, რომ ორივემ, სავარაუდოდ. თუმცა ამ შემთხვევაში ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება სააკაშვილისთვის, უფრო მეტად რუსეთისგან იქნება მხარდაჭერილი თუ ამერიკისგან, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიძლება მას ზედმეტ ტვირთად დააწვეს, არის ის, რომ მუდმივად იმეორებდა, რუსები არიან ჩვენი მტრებიო, თუმცა, როცა მას სჭირდებოდა, იმასაც ამბობდა, რომ რუსი ტურისტები უნდა შემოვიდნენ, ინვესტიციებიც უნდა შემოვიდეს და ა.შ.

ის, რომ აღიარა, ივანოვი ჩამოვიდა და ხელი ჩამოართვაო, მან ეს რომც არ აღიაროს, პირობითად, ამის ფაქტები და ვიდეოები არსებობს. სანამ არ ჩამოვიდა ივანოვი, მანამდე კარგ ხასიათზე არ იყო სააკაშვილი, ხოლო რომ ჩამოვიდა და გადაეხვივნენ ერთმანეთს, სააკაშვილი გახდა უკვე პრაქტიკულად დეფაქტო პრეზიდენტი და ძალიან კარგ ხასიათზე დადგა.

ივანოვთან დაკავშირებით კი მან პოსტი წაიშალა იმიტომ, რომ, ეტყობა, ჯერ კიდევ თავისმა დარჩენილმა მომხრეებმა უთხრეს, ნამეტანი მოგივიდა და იქნებ აიღო ეს პოსტიო. მერე ალბათ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს მისი მხრიდან, მაგრამ ამის ვიდეოები არსებობს და ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულებაა ეს იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • რუსთავი 2·00:24
    ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
  • აიპრესი·21:11
    ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ველით, რომ რუსეთი უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
  • ტვ პირველი·21:07
    კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას შეცვლის
  • ამბები.ge·20:59
    “ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ
ხელისუფლებისსააკაშვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·22:35

გურამ მაჭარაშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიამ და ამ შემთხვევაში მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინსტანციამ, ევროპარლამენტმა, ძალიან დაიზიანა საკუთარი თავი – პრაქტიკულად, გაინადგურა თავისი სანდოობა და ხარისხი. აქედან გამომდინარე, აღარავის ადარდებს, რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი – მათ შორის, არც ევროკომისიას და უკვე აღარც იმ სახელმწიფოებს, რომელთა სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იღებს ამ რეზოლუციებს“

პოსტივი·22:33

გურამ მაჭარაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა როგორც გაცხადებულად, ისე ქმედებებით, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“

პოსტივი·22:32

გურამ მაჭარაშვილი: „ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“

გურამ მაჭარაშვილი: „ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“
პოსტივი·22:31

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: „ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ამის ცოცხალი მოწმეები და ვიდეოები არსებობს და ეს ყველაფერი თანდართული აქვს საგამოძიებო კომისიას. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური პარტია, თავის დანამატებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს“

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.