ორიგინალი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
პრაიმტაიმი·10:33

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

28 ნოემბერი, 2026 · 10:33

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, დაფინანსების ზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებით, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 97 მილიონ ლარამდე გაიზარდა და დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა მომავალშიც იგეგმება.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური განვითარების უმთავრესი მიზანი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა კურორტ გოდერძიზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაზე. ცენტრი სრულად აღიჭურვება, რაც ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ყველა ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეიქმნას.

ზურაბ პატარაძე მოქალაქეთა მიღების პროცესსაც დაესწრო. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზეც. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სამინისტროს ახალ, უსაფრთხო შენობაში განთავსება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

თემა: მინისტრი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • რუსთავი 2·08:48
    თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩადო
  • ფორმულა·08:46
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • იმედი·08:01
    პრინციპულობის ორი წელიწადი და არჩევანი ეროვნული ღირსების სასარგებლოდ. 28 ნოემბერი - უარი ბრიუსელის პოლიტიკურ თამაშებს, ორმაგ სტანდარტს და რადიკალიზმის წახალისებას - დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ „იმედზე“
  • რადიო თავისუფლება·21:57
    უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·01:50

„მკითხავთ ან დამიკომენტარებთ შენ და აკა შერიგდითო?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

„მკითხავთ ან დამიკომენტარებთ შენ და აკა შერიგდითო?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე
პრაიმტაიმი·01:20

მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ

მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ
პრაიმტაიმი·01:12

ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა: მშობლები დააკავეს - ოჯახში 12 ბავშვი იზრდებოდა (რუსეთი)

ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა: მშობლები დააკავეს - ოჯახში 12 ბავშვი იზრდებოდა (რუსეთი)
პრაიმტაიმი·01:03

28 მილიონიანი ძარცვა, რომელიც შესაძლოა მაღაზიის ყოფილ მენეჯერს დაეგეგმა - გამოძიებამ წლების განმავლობაში მიმდინარე თაღლითობის კვალი აღმოაჩინა

28 მილიონიანი ძარცვა, რომელიც შესაძლოა მაღაზიის ყოფილ მენეჯერს დაეგეგმა - გამოძიებამ წლების განმავლობაში მიმდინარე თაღლითობის კვალი აღმოაჩინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.