ორიგინალი
ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა: მშობლები დააკავეს - ოჯახში 12 ბავშვი იზრდებოდა (რუსეთი)
პრაიმტაიმი·01:12

ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა: მშობლები დააკავეს - ოჯახში 12 ბავშვი იზრდებოდა (რუსეთი)

28 ნოემბერი, 2026 · 01:12

ვოლოგდაში ხუთი წლის გოგონა, რომელიც 12-შვილიან ოჯახში იზრდებოდა, გამოფიტვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ 26 ნოემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ვოლოგდის ოლქში განაცხადა.

გამოძიებამ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა: ერთი ბავშვის გარდაცვალების, მეორე კი იმ თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ფაქტზე, რომლებსაც ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის პრევენცია ევალებოდათ. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ — RBC Life-ის მასალაში.

გამოძიების ვერსიით, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელშიც 12 ბავშვი იზრდებოდა, მათ შორის 11 არასრულწლოვანი, სოციალური პრევენციის აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ოჯახი არასათანადო საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდა.

უწყების ცნობით, მშობლები ბავშვებს სათანადოდ არ უვლიდნენ, ხოლო არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელმა ორგანოებმა დროულად არ მიიღეს საჭირო ზომები.

შედეგად, ხუთი წლის გოგონა გამოფიტულ მდგომარეობაში გარდაიცვალა, მისი შვიდი წლის ძმა კი იმავე მდგომარეობით რეანიმაციაში მოხვდა. ექიმებმა ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზება შეძლეს.

26 ნოემბრის ცნობილი გახდა, რომ მშობლები დააკავეს.

საგამოძიებო კომიტეტმა გარდაცვლილი გოგონას მშობლების დაკითხვის ვიდეოც გამოაქვეყნა. ჩანაწერში ბავშვის დედა აღიარებს, რომ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, ქალიშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

„სასწრაფო უნდა გამომეძახებინა, მე კი ვფიქრობდი, ფაფას მოვხარშავდი და გამოვკვებავდი“, — თქვა მან.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს მომხდარში დამნაშავედ, ქალმა უპასუხა: „საზიზღარი დედა ვარ“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა: მშობლები დააკავეს - ოჯახში 12 ბავშვი იზრდებოდა (რუსეთი)

თემა: ოჯახს

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • რუსთავი 2·08:53
    პოლიციამ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  • იმედი·21:45
    ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი გრძელდება - დღეს ბინები კიდევ 18 ოჯახს გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • აიპრესი·21:44
    შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
  • ინტერპრესნიუსი·08:25
    იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ: როგორ გვეხმარება Wildberries-ის ეტაპობრივი გადახდის სერვისი ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში
ოჯახსბავშვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·10:33

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
პრაიმტაიმი·09:09

როგორი ამინდი იქნება 28 ნოემბერს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 28 ნოემბერს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პრაიმტაიმი·01:50

„მკითხავთ ან დამიკომენტარებთ შენ და აკა შერიგდითო?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

„მკითხავთ ან დამიკომენტარებთ შენ და აკა შერიგდითო?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე
პრაიმტაიმი·01:20

მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ

მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.